მათემატიკის ისტორია

     მათემატიკის წარმოშობა უხსოვარ დროს მიეკუთვნება, ისტორიას არ აქვს ცნობები მისი წარმოშობის პირველი ნაბიჯების შესახებ, დოკუმენტები (ეგვიპტური პაპირუსები და ბაბილონური ფილები) თითქმის 4000 წლის წინად უნდა იყოს წარმოშობილი მათემატიკური ცოდნის პირველ წყაროს ცხოვრებისეული მოთხოვნილება წარმოადგენდა, ბერძნული სწავლულის ევდეს თქმით გეომეტრია აღმოჩენილი იქნა ეგვიპტელების მიერ მიწის გაზომვასთან დაკავშირებით, მიწის გაზომვა არ იყო გეომეტრიული ცოდნის აღმოცენების ერთადერთი გზა, ძველი ტექსტებიდან ირკვევა რომ ჭურჭლის, ბეღლის, სახლის ტევადობის გასარკვევად საჭირო გახდა სხეულთა მოცულობების გამოთვლის წესის დადგენა, ძველმა ეგვიპტელებმა და ბაბილონელებმა იცოდნენ უმარტივესი ფართობების და მოცულობების განსაზღვრა, უმარტივესი გეომეტრიული ამოცანების ამოხსნა, ძველ ბაბილონში ალგებრის ჩანასახებიც გხვდება მაგალითად: კვადრატული და კუბური განტოლების ამოხსნის სახით ეგვიპტიდან და ბაბილონიდან მათემატიკური ცოდნა გავრცელდა საბერძნეთში და იგი VI-V საუკუნეებში ჩვ. წელთაღრიცხვამდე ჩამოყალიბდა როგორც მეცნიერება. საბერძნეთში თანდათან ცალკეული ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხები დიდ მოაზროვნეთა ხელში აღმოჩნდა, როგორებიც იყვნენ თალესი, პითაგორა და სხვა. დიდი რაოდენობით მათემატიკური მასალის დაგროვება გამოიწვია მათემატიკის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბება. თალესი რომელიც ცხოვრობდა ჩვ.წ. VII-VI საუკუნეებში იყო მათემატიკოსი და ასტრონომი, მან დაამტკიცა 1. დიამეტრი წრეს ყოფს შუაზე. 2.ტოლფერდა სამკუთხედის ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია. 3.სამკუთხედების ტოლობის ნიშანი და სხვა. თალესს ეკუთვნის ფარგლის და სახაზავის პირველად გამოყენება გეომეტრიაში. თალესის დამსახურება იმაშია რომ მან შემოიტანა დამტკიცებები გეომეტრიაში.
      ძველ საბერძნეთში პირველი სკოლების წარმოშობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში. შემდეგი ნაბიჯები მათემატიკის განვითარებაში პითაგორამ გადადგა (ჩვ.წ.აღ-მდე 580-500 წწ).
    მათემატიკამ საბოლოო სახე მიიღო ევკლიდეს მიერ მესამე საუკუნეში ჩვ. წელთაღრიცხვამდე მას გეომეტრიის მამას უწოდებენ.
მათემატიკის განვითარებაში დიდ ადგილი დაიკავა არქიმედემ (284-212 წწ ჩვ.წ.აღ-მდე), შემდეგ მათემატიკა განავითარა დიოფანტემ (მესამე საუკუნე ჩვ.წ.აღ-მდე), მის შრომებში გაჩნდა განტოლება, ასოიტი სიმბოლიკა შემოტანილია გაცილებით გვიან მეთექვსმეტე საუკუნეში, ფრანგი მათემატიკოსის ვიეტას მიერ (1540-1603 წლები). მეოცე საუკუნის 40-ან წლებში მათემატიკის განვითარება უდიდესი წინსვლა განიცადა სიმრავლეთა თეორიის შემოტანით, მათემატიკის განვითარების საქმეში არ შეიძლება გვერდი აუაროთ ქართველ მათემატიკოსებს რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქართული მათემატიკური სკოლა. ესენია: ილია ვეკუა, ანდრია რაზმაძე, გიორგი ნიკოლაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი. არჩილ ხარაძე და სხვები.

No comments:

Post a Comment