ქართველი მათემატიკოსები

ქართველი მათემატიკოსები


 ქართულ მათემატიკურ სკოლას საფუძველი ჩაუყარა ოთხმა დიდმა მეცნიერმა
 ანდრია რაზმაძემ, გიორგი ნიკოლაძემ, ნიკო მუსხელიშვილმა  და არჩილ ხარაძემ.. 
ამ მათემატიკური კორიფეების მეშვეობით შემდგომში ჩამოყალიბდა საქართველოს
 ძლიერი მათემატიკური მეცნიერება. 
პირველი დარგი რომელშიც საქართველოში დაიწყო მეცნიერული მუშაობა იყო
 ვარიაციული აღრიცხვა ა. რაზმაძე. ნ. მუსხელიშვილის, ი. ვეკუას და ვ. კუპრაძის
 ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა კვლევითი ჯგუფი დრეკადობის თეორიასა და
 დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების დარგებში. შ. მიქელაძის 
თაოსნობით საფუძველი დაედო მეცნიერულ კვლევას რიცხვით ანალიზში. ვ. ჭელიძემ
 მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მუშაობის ორგანიზაციასმათემატიკური ანალიზის დარგებში. 
გ ჭოღოშვილმა საფუძველი ჩაუყარა კვლევას ტოპოლოგიასა და აბსტრაქტულ ალგებრაში.





          

  ვიქტორ კუპრაძე (1903-1985)დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფ. ნინოშ­ვილში (ყოფილი სოფ.  ყელა).1935–1941 წწ. მუშაობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სა­ ქართველოს ფილიალის მათემატიკის ინ-ტის დირექტორად. პარალელურად ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნ-ტის დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა კათედრას და საქართველოს ინდუსტრიული ინ-ტის უმაღ­ ლესი მათემატიკის კათედრას. 1939 წ. მიენიჭა პროფესორის წოდება.1943–1944 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტო­ რია სამეცნიერო ნაწილში.1944–1953 წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების მინის­ტრად.1954–1958 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია. 1954–1963 წწ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა.1981 წ. აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. 1983 წ. დაჯილდოვდა ლენინის ორდენით მესამედ.1985 წ. 25 აპრილს გარდაიცვალა.1995 წ. ხდის ხეობაში (ყაზბეგის რ-ნი) 3865 მ სიმაღლის უსახელო პიკს „ვიქტორ კუპრაძის პიკი“ ეწოდა.


გიორგი ნიკოლაძე (დ. 11 აგვისტო1888დიდი ჯიხაიში, —
გ. 5 თებერვალი 1931
— ქართველი მათემატიკოსი, მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული
 საზოგადოების ერთ–ერთი დამაარსებელი, სპორტსმენი და სპორტისმოღვაწე.
ქართული მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნიკოლაძე ცნობილი პუბლიცისტის ნიკო ნიკოლაძის ვაჟი იყო.დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური უნივესიტეტი მეტალურგიული ფაკულტეტი.გიორგი ნიკოლაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქარტული მათემატიკის განვითარებაში.





ანდრია რაზმაძე (1889 წელი 12 აგვისტო სოფელი ჩხენიში -
2 ოქტომბერი 1929 წელი ქალაქი თბილისი) ქართველი მათემატიკოსი, 
საქართველოში მათემატიკური კვლევის პიონერი, 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი. მუშაობდა ვარიაციულ აღრიცხვაში.
მის სახელს ატარებს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტი.





                      
   არჩილ ხარაძე(დ.1885 - გ.1976)დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა მატემატიკის   ფაკულტეტი.სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.








ილია ვეკუა (დ. 23 აპრილი [ძვ. სტ. 6 მაისი]1907შეშელეთიგალის                                    მუნიციპალიტეტი ― გ. 2 დეკემბერი1977თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. 

მას პატივი ხვდა, ორჯერ ყოფილიყო უნივერსიტეტის რექტორი – 1953 წლის ივლისიდან იმავე წლის სექტემბრამდე და 1966 წლის აპრილიდან 1972 წლის აპრილამდე. უნივერსიტეტში მან განახორციელა მრავალი ღონისძიება: დააარსა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა, კაბინეტი, 1966 წელს უნივერსიტეტთან შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობით აღიჭურვა. მის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ი. ვეკუა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.







No comments:

Post a Comment